ვორკშოფი: ეფემერული ადგილები თბილისში
ვორკშოფს ჩაატარებს - დათა ჭიღოლაშვილი (ანთროპოლოგი)
დასაწყისი 12 მაისი/14:00/ ბაღი ბორბლებზე - თავისუფლების მოედნის მეტროს წინ
დასასრული 18/19 მაისი / ბაღი ბორბლებზე - სავაჭრო ცენტრი დიდუბე (ელიავას ბაზრობა).
მონაწილეობის მსურველებმა უნდა იქონიონ რევული და საწერი კალამი.
ვორკშოფი შედგება ორი შეხვედრისა და ინდივიდუალური სამუშაოებისაგან. ის გათვლილია ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის სტუდენტებისათვის და ასევე, ამ სფეროს კურსდამთავრებულთათვის.
პირველი შეხვედრა გაიმართება რიგით მეორე „ბაღი ბორბლებზეს“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე და მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორკშოფი თანამედროვე ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის თანამშრომლობის შესახებ და ასევე, გაეცნობიან ეთნოგრაფიული საველე სამუშაოს ჩატარების სპეციფიკას. მონაწილეები იმუშავებენ ჯგუფებად (სასურველია, თითო ჯგუფში 2 ადამიანი, ერთი ხელოვანი და ერთი ანთროპოლოგი, შესაძლო ცვლილებებით) და ვორკშოპის შედეგად ნასწავლი მეთოდოლოგიით ბაღის სტუმრებისგან მოაგროვებენ ინფორმაციას ქალაქში არსებული „ეფემერული ადგილების“ შესახებ (ურბანული სივრცეები, რომლებიც იყო და ადამიანთა მეხსიერებაშია შემორჩენილი). დღის ბოლოს მოხდება მონაცემთა და გამოცდილებათა გაზიარება და შეჯამება. სავარჯიშომაც რომ ეფემერული სახე არ მიიღოს და დაუახლოვდეს ანთროპოლოგიურ სამუშაოს, ჯგუფებს მიეცემათ დავალება, რომ შერჩეული „ეფემერული ადგილების“ შესახებ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და ასევე, დღის ბოლოს დაწერონ საველე დღიურები.
მთლიანი მოგროვებული მასალა (საველე სამუშაოს შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, დამატებით მოპოვებული ნარატიული და ვიზუალური მასალა, საველე დღიურები და ა.შ.) ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ მომდევნო „ბაღი ბორბლებზეს“ ფარგლებში, სადაც მოხდება მთლიანი ინფორმაციის შეჯამება და განთავსება სპეციალურ ალბომში.
ამ ვორკშოპით სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები მიიღებენ ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის პრაქტიკულ ცოდნას და ასევე, უკეთ გაეცნობიან ერთმანეთის დისციპლინებს. პრაქტიკის შედეგად მიღებული მასალა, შესაძლოა, სამომავლო თანამშრომლობითი პროექტების საფუძველიც გახდეს.
დამატებითი ინფორცაციისთვის დაგვიკავშირდით
+995 599 967 677; +995 555 390 760
No comments:
Post a Comment