ვორკშოფი: ეფემერული ადგილები თბილისში 

ვორკშოფს ჩაატარებს - დათა ჭიღოლაშვილი (ანთროპოლოგი)

დასაწყისი 12 მაისი/14:00/ ბაღი ბორბლებზე - თავისუფლების მოედნის მეტროს წინ
დასასრული 18/19 მაისი / ბაღი ბორბლებზე - სავაჭრო ცენტრი დიდუბე (ელიავას ბაზრობა).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა იქონიონ რევული და საწერი კალამი.

ვორკშოფი შედგება ორი შეხვედრისა და ინდივიდუალური სამუშაოებისაგან. ის გათვლილია ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის სტუდენტებისათვის და ასევე, ამ სფეროს კურსდამთავრებულთათვის.

პირველი შეხვედრა გაიმართება რიგით მეორე „ბაღი ბორბლებზეს“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე და მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორკშოფი თანამედროვე ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის თანამშრომლობის შესახებ და ასევე, გაეცნობიან ეთნოგრაფიული საველე სამუშაოს ჩატარების სპეციფიკას. მონაწილეები იმუშავებენ ჯგუფებად (სასურველია, თითო ჯგუფში 2 ადამიანი, ერთი ხელოვანი და ერთი ანთროპოლოგი, შესაძლო ცვლილებებით) და ვორკშოპის შედეგად ნასწავლი მეთოდოლოგიით ბაღის სტუმრებისგან მოაგროვებენ ინფორმაციას ქალაქში არსებული „ეფემერული ადგილების“ შესახებ (ურბანული სივრცეები, რომლებიც იყო და ადამიანთა მეხსიერებაშია შემორჩენილი). დღის ბოლოს მოხდება მონაცემთა და გამოცდილებათა გაზიარება და შეჯამება. სავარჯიშომაც რომ ეფემერული სახე არ მიიღოს და დაუახლოვდეს ანთროპოლოგიურ სამუშაოს, ჯგუფებს მიეცემათ დავალება, რომ შერჩეული „ეფემერული ადგილების“ შესახებ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და ასევე, დღის ბოლოს დაწერონ საველე დღიურები.
მთლიანი მოგროვებული მასალა (საველე სამუშაოს შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, დამატებით მოპოვებული ნარატიული და ვიზუალური მასალა, საველე დღიურები და ა.შ.) ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ მომდევნო „ბაღი ბორბლებზეს“ ფარგლებში, სადაც მოხდება მთლიანი ინფორმაციის შეჯამება და განთავსება სპეციალურ ალბომში.
ამ ვორკშოპით სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები მიიღებენ ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის პრაქტიკულ ცოდნას და ასევე, უკეთ გაეცნობიან ერთმანეთის დისციპლინებს. პრაქტიკის შედეგად მიღებული მასალა, შესაძლოა, სამომავლო თანამშრომლობითი პროექტების საფუძველიც გახდეს.


დამატებითი ინფორცაციისთვის დაგვიკავშირდით
+995 599 967 677; +995 555 390 760
ორი ყუთი მოგზაურობს ქალაქში,
ისინი ეძებენ ადგილს, რომ იქცნენ ბაღად.

მათ იპოვეს თავისუფლების მოედნის მეტრო!
გეპატიჟებით ბაღში ბორბლრბზე!

11/05/2013, 11:00 - 21:00
12/05/2013, 11:00 – 21:00

თბილისი, თავისუფლების მოედნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია

11/05/2013
11:00 - ბაღის გაშლა
13:00 - პერფორმანსი “მზესუმზირა გემით”, ჯგუფი დონტეკ
14:30 - თამაში
18:00 - ინტერაქტიული პერფორმანსი "რეზინობანა", შტეფი შონე, ჯგუფი დონტეკ
15:00 - კონცერტი, ვოკალი: ნუცი ნებიერიძე, გიტარა: ნიკა ლეჟავა

12/05/2013
11:00 - ბაღის გაშლა
13:00 - პერფორმანსი “მზესუმზირა გემით”
13:00 - ინტერაქტიული პერფორმანსი "რეზინობანა", შტეფი შონე, ჯგუფი დონტეკ
14:00 - ვორკშოპი, დათა ჭიღოლაშვილი
17:00 - პროექტის პრეზენტაცია, სოფო ტაბატაძე
19:00 - ქართული მულტფილმები

“ბაღი ბორბლებზე” წარმოადგენს მანქანაზე ორ მისაბმელს, რომლებშიდაც ჩაწყობილია მცენარეები. ადგილზე მიყვანის შემდეგ მისაბმელები ტრანსფორმირდებიან ბაღად, რომელსაც აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა: გრძელი სკამები, მინიატურული ბიბლიოთეკა, საპროექციო ეკრანი.

https://www.facebook.com/pages/Garden-on-the-Wheels/588039681207777?ref=hl

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექვსი ღონისძიება, ექვსი შაბათ-კვირა. პროექტის მონაწილეები არიან ხელოვანთა ჯგუფი “ბულიონი”, ნიკოლოზ ლუტიძე, მაქსიმე მაჩაიძე და ჯგუფი Stupid Kids Factory, დავით კუხალაშვილი, ლევან ასაბაშვილი, ნანო ზაზანაშვილი, გვანცა ნიკოლაიშვილი, სოფო ტაბატაძე, დავით ჭიღოლაშვილი, შტეფი შონე, ჯგუფი DontheC და სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები. მუსიკოსები ნუცი ნებიერიძე, სოფო მურუსიძე, ჯგუფი Run Around in a Mad Panic, ქუჩის მუსიკოს იმედო და დიტო.

პროექტის ორგანიზატორია -კარი კუთხეზე/ჯგუფი დონტეკ.

პროექტი “ბაღი ბორბლებზე” დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან: გეოეარი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ურბანრეაქტორი, პროექტი SPACES, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის მერია, გრინ სერვისი, სავაჭრო ცენტრი დიდუბე, სავაჭრო ცენტრი ფენიქსი, თბილისი ცენტრალი.


Dear Friends,

Two boxes are traveling in the city.
They are looking for a place to become a garden.

They found Liberty Square Metro Station!
Welcome to GARDEN ON THE WHEELS!

11/05/2013, 11:00 - 21:00
12/05/2013, 11:00 – 21:00

Tbilisi, in front of Liberty Square Metro Station

11/05/2013
11:00 - Transformation
13:00 - Performance, "Sunflower by Ship", Group DontheC
14:30 - Gams
18:00 - Interactive performance "Rezinobana", Steffi Schoene, Group Donthec
19:00 - Concert, vocalist: Nutsi Nebieridze, guitar: Nika Lezhava

12/05/2013
11:00 - Transformation
13:00 - Performance, "Sunflower by Ship", Group DontheC
13:00 - Interactive performance "Rezinobana", Steffi Schoene, Group Donthec
14:00 - Workshop, Data Chigolashvili
17:00 - Project Presentation, Sophia Tabatadze
19:00 - Georgian animated cartoon


“Garden On The Wheels” is two trailers with plants. After finding place trailers are transformed into garden, which has its own infrastructure: benches, small library, projection screen.

https://www.facebook.com/pages/Garden-on-the-Wheels/588039681207777?ref=hl

In the frame of project is planed six events, six weekends. Project participants are group “Boullion”, Nikoloz Lutidze, Max Machaidze and Stupid kids Factory, Davit Khuxalashvili, Levan Asabashvili, Nano Zazanashvili, Gvanca Nikolaishvili, Sophia Tabatadze, Davit Chigolashvili, Steffi Shone, group Donthec and winners of student competition. Musicians Nuci Nebieridze, Sofo Murusidze, group Run Around in Mad Panic, street musicians Imedo and Dito.


Project is organized by Door on the Corner/Group Donthec.

Project is financed by The Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) / The Swiss Development Cooperation for the South Caucasus. The project has been awarded The Culture and Management Lab (CML) Grant.

Project partners are GeoAIR, National Scientific Library, Urban reactor, SPACES, Tbilisi State Academy of arts, Tbilisi City Hall, Green Service, Shopping Center Didube, Shopping Center Phoenix, Tbilisi Central.