დღეს მწვავეა
თბილისისთვის საჯარო-საზოგადოებრივი-სახალხო სივრცეების მნიშვნელობის გააზრების და განსაზღვრის საკითხი.
პროექტი ბაღი ბორბლებზე არის ღია პლატფორმა თანამედროვე ხელოვნებისთვის.
ორი მანქანაზე მისაბმელი ექვსჯერ ტრანსფორმირდება პარკად, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილას.
ბაღი ბორბლებზე იშლება ისეთ ადგილებში, სადაც ქალაქის უბნის ძირითადი ფუნქციები და მარშრუტები კვეთენ (ან ბაღის გაჩენის შემდეგ გადაკვეთენ) ერთმანეთს. ადგილებში, რომლებიც განიცდიან გამწვანების ნაკლებობას, აქვთ პოტენციალი საზოგადოებრივად აქტიურ ადგილად ქცევისა, მაგრამ ეს პოტენციალი გამოუყენებელია.
ბაღს სივრცეში შეჰყავს კვლევის შედეგად გამოვლენილი დამატებითი ფუნქციები/აქტივობები, რომლებსაც კონკრეტული ადგილი საჭიროებს.
პროექტი მოიცავს მთელ ქალაქს (თბილისის
ცენტრი და პერიფერია), რაც იქონიებს გავლენას საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე და სამიზნე
ჯგუფებზე.
ჩატარებული კვლევის შედეგად შერჩეულია ოთხი* ადგილი (მეხუთე კვლევის პროცესშია).
გთავაზობთ მეექვსე ადგილის შერჩევას და მაში, ბაღის რესურსების** გამოყენებით, საკუთარი ნამუშევრის/იდეის რეალიზებას.
ნამუშევრის მედია და თემა ღიაა.
გაითვალისწინეთ, რომ ნამუშევარი განკუთვნილი უნდა იყოს საზოგადოების ფართე სპექტრისთვის.
თქვენ მიერ შემოთავაზებულ ადგილას შესაძლებელი უნდა იყოს მანქანით მისაბმელის მიყვანა და მისი გაშლა (მინ 35 კვ.მ).
1. სტუდენტის სტატუსი;
2. მოკლე ბიოგრაფია და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში)
3. შერჩეული ადგილის დასაბუთება (გთხოვთ, დაურთოთ რუკა და ფოტოები);
4. ნამუშევრის იდეა, კონცეფცია და ვიზუალიზაცია (ჩანახატი, ნახაზი, ფოტო, ვიდეო და ა.შ) ელექტრონული ფორმით;
პროექტების მიღების ბოლო ვადაა 10/04/2013.
გთხოვთ, მასალა გამოაგზავნოთ მეილზე: donthec@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბლოგი http://dooronthecorner.blogspot.com/
დაგვიკავშირდით: +995 599 967 677; donthec@gmail.com
მასალის გამოსაგზავნად მეილი არ არის მითითებული
ReplyDeleteუკაცრავად, ტექნიკური პრობლემის გამო ელ ფოსტა არ ჩანდა. donthec@gmail.com
ReplyDelete