სიარულ სიარულში, ადგილ-ადგილ, სიარულ-ადგილ, ადგილ-სიარულში, ქალაქის დროში შევხვდით. ვართ ორნი. ქმედებათა მრავალფეროვნების გამო ადგილების და ურთიერთობების ქსელი მივიღეთ. ავირჩიეთ დაკვირვება ფიქრი ქმედება. Walk by walk, place by place, walk by place, place by walk inside the city time we meet. We are double. Because of multiplicity of actions we got network of places and their connections. We choose to watch to think to act.
კონკურსი ბორბლებზე
კონკურსი ბორბლებზე
** ბაღის რესურსები: ორი მანქანაზე მისაბმელი, მცენარეები, გრძელი სკამები, პროექტორი, ელექტროკაბელი, ჩაიდანი, პროჟექტორი, გენერატორი, ტენტი, საქანელა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
1. სტუდენტის სტატუსი;
2. მოკლე ბიოგრაფია და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში)
3. შერჩეული ადგილის დასაბუთება (გთხოვთ, დაურთოთ რუკა და ფოტოები);
4. ნამუშევრის იდეა, კონცეფცია და ვიზუალიზაცია (ჩანახატი, ნახაზი, ფოტო, ვიდეო და ა.შ) ელექტრონული ფორმით;
პროექტების მიღების ბოლო ვადაა 10/04/2013.
გთხოვთ, მასალა გამოაგზავნოთ მეილზე: donthec@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბლოგი http://dooronthecorner.blogspot.com/
დაგვიკავშირდით: +995 599 967 677; donthec@gmail.com
პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორის მიერ. პროექტის განხორციელების ვადაა 01 თებ. 2013 - 31 ივნ. 2013.
დღეს მწვავეა
თბილისისთვის საჯარო-საზოგადოებრივი-სახალხო სივრცეების მნიშვნელობის გააზრების და განსაზღვრის საკითხი.
პროექტი ბაღი ბორბლებზე არის ღია პლატფორმა თანამედროვე ხელოვნებისთვის.
ორი მანქანაზე მისაბმელი ექვსჯერ ტრანსფორმირდება პარკად, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილას.
ბაღი ბორბლებზე იშლება ისეთ ადგილებში, სადაც ქალაქის უბნის ძირითადი ფუნქციები და მარშრუტები კვეთენ (ან ბაღის გაჩენის შემდეგ გადაკვეთენ) ერთმანეთს. ადგილებში, რომლებიც განიცდიან გამწვანების ნაკლებობას, აქვთ პოტენციალი საზოგადოებრივად აქტიურ ადგილად ქცევისა, მაგრამ ეს პოტენციალი გამოუყენებელია.
ბაღს სივრცეში შეჰყავს კვლევის შედეგად გამოვლენილი დამატებითი ფუნქციები/აქტივობები, რომლებსაც კონკრეტული ადგილი საჭიროებს.
პროექტი მოიცავს მთელ ქალაქს (თბილისის
ცენტრი და პერიფერია), რაც იქონიებს გავლენას საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე და სამიზნე
ჯგუფებზე.
ჩატარებული კვლევის შედეგად შერჩეულია ოთხი* ადგილი (მეხუთე კვლევის პროცესშია).
გთავაზობთ მეექვსე ადგილის შერჩევას და მაში, ბაღის რესურსების** გამოყენებით, საკუთარი ნამუშევრის/იდეის რეალიზებას.
ნამუშევრის მედია და თემა ღიაა.
გაითვალისწინეთ, რომ ნამუშევარი განკუთვნილი უნდა იყოს საზოგადოების ფართე სპექტრისთვის.
თქვენ მიერ შემოთავაზებულ ადგილას შესაძლებელი უნდა იყოს მანქანით მისაბმელის მიყვანა და მისი გაშლა (მინ 35 კვ.მ).
1. სტუდენტის სტატუსი;
2. მოკლე ბიოგრაფია და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში)
3. შერჩეული ადგილის დასაბუთება (გთხოვთ, დაურთოთ რუკა და ფოტოები);
4. ნამუშევრის იდეა, კონცეფცია და ვიზუალიზაცია (ჩანახატი, ნახაზი, ფოტო, ვიდეო და ა.შ) ელექტრონული ფორმით;
პროექტების მიღების ბოლო ვადაა 10/04/2013.
გთხოვთ, მასალა გამოაგზავნოთ მეილზე: donthec@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბლოგი http://dooronthecorner.blogspot.com/
დაგვიკავშირდით: +995 599 967 677; donthec@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)